დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით

დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით
• საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლი აცხადებს ადამიანის ყველა უფლების ნამდვილობას ,,ყოველგვარი განსხვავების გარეშე”. შემდგომ მასში სპეციალურად მოიხსენიება რამდენიმე ნიშანი, რომლებიც გამოიყენება ადამიანებს შორის გამიჯვნის თვითნებურად განხორციელებისათვის. ერთ-ერთი მათგანი - ესაა სქესი, და არსებობს მნიშვნელოვანი საფუძვლები იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ ამის შესახებ განსაკუთრებულად, რადგანაც დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით (,,სექსიზმი”) ზოგიერთ შემთხვევაში რჩება სოციალური უსამართლობის ფართოდ გავრცელებულ ფორმად. დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით, როგორც რასიზმი, შეიძლება არსებობდეს საზოგადოების კულტურისა და ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. ასეთი დისკრიმინაცია შეიძლება გამოიხატოს ასევე ადამიანთა ურთიერთობებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მას. აზრი იმის შესახებ, რომ მხოლოდ ერთი სქესის ადამიანი შეიძლება გამოყენებული იქნას სამუშაოზე ან კიდევ სხვა რამეში გამორჩევის ან უპირატესობის მინიჭებისათვის, უდავოა, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა პრინციპებს.
Source: ბავშვის უფლებები: [კრებული / თარგმნეს სვეტლანა ლოგუამ და სხვ.] - თბ.: საია, 2000
• სქესის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია ხდება მაშინ, როდესაც პირის მიმართ მოპყრობა განსხვავდება მხოლოდ სქესისა და მამაკაცთა და ქალთა მახასიათებლების საფუძველზე, რასაც არ შეიძლება ობიექტური გამართლება ჰქონდეს. არაპირაპირიდისკრიმინაციის დროს კანონი, პოლიტიკა თუ პროგრამა პირდაპირ არ მიუთითებს რაიმე დისკრიმინაციაზე, მაგრამ მისი განხორციელება დისკრიმინაციულ შედეგს იძლევა.
Source: საბედაშვილი თამარ. გენდერი და დემოკრატიზაცია: საქართველო 1991-2006: [ქართ. და ინგლ. ენ.] / თამარ საბედაშვილი; [ინგლ. გამოც. რედ. ჯონ ჰორანი; ინგლ. თარგმნა ხათუნა ჩხეიძემ; წინასიტყვ. მირა ზოვაკარი; ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007

Georgian encyclopedia. 2013.

Поможем написать реферат

Смотреть что такое "დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით" в других словарях:

  • დისკრიმინაცია — • (ლათ. discriminatio განსხვავება) სახელმწიფოს იურიდიული თუ ფიზიკური პირის უფლებების შეზღუდვა რაიმე მიზეზითა თუ ნიშნით. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური …   Georgian encyclopedia

  • ქალის დისკრიმინაცია — • რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»